ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, სოფელ ხუცუბანთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციულ ბიუროს ადამიანების სია იმისთვის სჭირდება, რომ მათზე ზეწოლა განახორციელოს და უსამართლო სისტემის წინაშე მარტო დატოვოს – გიგაური
შემდეგი სტატიაისრაელში დილიდან საჰაერო განგაშია, დაინგრა საავადმყოფო, არიან დაშავებულები