ქნირში: კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუმბერტ ქნირში აცხადებს, რომ დააკვირდებიან როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს.

“მივესალმები საქართველოს მთავრობის დაპირებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგისას. მას ოფიციალური ხასიათი აქვს და ბევრად უფრო ნათლად არის ფორმულირებული, ვიდრე ბევრი სხვა განცხადება, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ. კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს”, – განაცხადა ჰუმბერ ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი: უნდა გამოიცვალოს და პროკურატურის რეფორმა მოხდეს
შემდეგი სტატიაგლდანის მესამე მიკრორაიონში ხანძარი იყო