ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებსგავრცელებული ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გამომძიებელი აცხადებდა, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული კომენტარი საიტიდან ჩაიხსნა. მაგდა პ.-ის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. ვიდეომასალის კორექტირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. დააკავა. “გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის დღეს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
შემდეგი სტატიამედია: ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ათობით ათასი პასპორტი გაიტაცეს