“ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, აბსოლუტურად სამართლიანია”- დავით ნარმანია ბრალდებებს პასუხობს

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევას თბილისის მერი პასუხობს და აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება, კანონის დაცვით არის მიღებული.

ნარმანიას თქმით, იგი ამ კვლევას არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვები კანონიერია.

“ის ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, არის აბსოლუტურად სამართლიანი, შესაბამისი კანონმდებლობის ნორმებიდან და პროცედურებიდან გამომდინარე. ოცამდე სხვადასხვა კვლევა გაკეთდა, შესაბამისად, პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწა, ამიტომ, რაიმე სახის პრობლემა ამ პროექტის ნაწილში, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, არ არსებობდა”, – განაცხადა დავით ნარმაიამ.

შეგახსენებთ, პანორამა თბილისის პროექტისა და ბოტანიკური ბაღის შეცვლილ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის არაკანონიერებაზე საუბრობს თავის კვლევაში არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) ცენტრი.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიანიძე – პრეზიტენდის შენიშვნების ნაწილი გავითვალისწინეთ
შემდეგი სტატიაახალი პრეპარატი, რომელიც 15 სახეობის ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ დაურიგდებათ