ქირია: ხანძარი სპეციალურადაა მოწყობილი არც დივერსიასაც გამოვრიცხავ

რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ არ ვიცი, დივერსიასაც არ გამოვრიცხავ – ამბობს “ჩაინა ლილო სითის” დირექტორი ზვიად ქირია.

ხანძარი ბაზრობაზე დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. ქირია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან ბაზრობის ადმინისტრაციას პრობლემები აქვს. მისივიე განცხადებით,პროკურატურისგან, სუს-ისგან და შსს-სგან ბაზრობის მფლობელზე, ლაურა ღაჭავაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ქირია ამ ყველაფერს ღაჭავას შვილებს- ძმებ კოდუებს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ღაჭავაზე ზეწოლით ხელისუფლება სწორედ მის შვილებზე გასვლას ცდილობს

“ხანძარი სპეციალურადაა მოწყობილი არც დივერსიასაც გამოვრიცხავ”-აცხადებს ქირია.

“ხანძარი ლოკალიზებულია სავარაუდოდ, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი კერებია. სახანძრო დაცვის სამსახურმა გამოიძახა. საუბარია საბითუმო მაღაზიებზე. რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ არ ვიცი, დივერსიასაც არ გამოვრიცხავ” – ამბობს “ჩაინა ლილო სითის” დირექტორი ზვიად ქირია.

ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზარობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გიორგი კოდუაც მივიდა. ის ამ დროისთვის ჟურნალისტებთან მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. ჯერჯერობით ადგილზე ლაურა ღაჭავა არ გამოჩენილა.

 

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: წმინდა გეოპოლიტიკურად ჩვენ გზაჯვარედინზე ვცხოვრობთ
შემდეგი სტატიადივერსიაზე ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს