ქიმიური ნივთიერებით დაზარალებულების სარჩელებს იურისტები სტრასბურგში გააგზავნიან

იურისტების შეფასებით, სუს-ის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე ჩატარებული გამოძიება სერიოზულ ეჭვებს აჩენს და სახელმწიფოს ვერ აარიდებს პასუხისმგებლობას საერთაშორისო დონეზე.

სპეციალისტების თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი – უნდა დაადასტუროს, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარდა სრულფასოვანი და ეფექტიანი გამოძიება, რაც არსებული გარემოებების ფონზე „ძალიან გაუჭირდება“.

დავით ჯავახიშვილის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით აშკარად იკვეთება როგორც მესამე მუხლის მატერიალური დარღვევა – როცა თავად სახელმწიფოს ქმედებამ შეიძლება გამოიწვია წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, ასევე პროცედურული დარღვევა, რადგან სახელმწიფოს ვალდებულებაა, სათანადოდ გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.

მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხშიც მომჩივნებისკენ არის მტკიცებულებებიც და რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, ეს არის სახელმწიფოს მხარეს, დაადასტუროს, რომ ეროვნულ დონეზე აწარმოა ეფექტური გამოძიება, რაც ძალიან გაუჭირდება ამ მოცემულობაში. მიმდინარე გამოძიება და ამ გამოძიების ეფექტიანობა არსებითი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება, იყოს, მათ შორის სხვადასხვა მექანიზმების ამოქმედების ჭრილში, იქნება ეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თუ სტრასბურგის ადამანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევებზე შეგვიძლია,, ვისაუბროთ, როგორც მატერიალურ ნაწილში, ასევე პროცედურულ ნაწილში. განვმარტავ: მატერიალური გულისხმობს იმას, რომ თავად სახელმწიფომ დაარღვია, ეს არის წამებისგან აკრძალვის მუხლი, ადმაიანებისჯანმრთელობა, ხოლო რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, პროცედურულ ვალდებულებას, ესეც სახელმწიფოს ეკისრებოდა, რომ ჯეროვნად გამოეძიებინა. ფაქტია, რომ გვყავს ასეულობით მსხვერპლი და ერთი პირიც არ არის პასუხისგებაში მიცემული, – ამბობს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯავახიშვილი.

,„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია დაზარალებულების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქმეების შეტანას გეგმავს. მისი თქმით, უკვე მუშავდება 50-ზე მეტი საქმე, რომლებიც ნოემბერ–დეკემბერში ადამიანების შესაძლო წამებას, არასათანადო მოპყრობასა და მშვიდობიანი შეკრებების დარბევას უკავშირდება.

ამასთან, მიქელაძის თქმით, ორგანიზაცია განიხილავს დამატებით საერთაშორისო მექანიზმებსაც.

ცენტრალური მიმართულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია იმუშავებს, ეს არის სწორედ დაზარალებულების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წაღება. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ორგანიზაცია 50-ზე მეტ საქმეზე მუშაობს, რომელზეც ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ადამიანების წამებას, ძალადობას, შეკრებების დარბევას უკავშირდება. ახლა ჩვენ ვცდილობთ, დავაპრიორიტეტოთ ის მსხვერპლები, რომლებმაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს სწორედ ამ საშუალებებისგან. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ნახევრადსამართლებრივი თუ უფლებრივი გამოყენებას, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ევროპის საბჭოს მექანიზმები იგივე სიპიტის ფორმით, რომელსაც შეუძლია სპეციალური ვიზიტის დაორგანიზება ქვეყანაში და ამ საკითხების შესწავლა. ეს წამების საწინააღმდეგო მექანიზმია, რომელიც არსებობს ევროპის საბჭოს წიაღში, – ამბობს თამთა მიქელაძე.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

ამასთან, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ მოწამლული ადამიანების მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო, რასაც საიას ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: “სუსი და შსს, სავარაუდოდ, მტკიცებულებების განადგურებით არიან დაკავებულები”
შემდეგი სტატია“საქმეში არ არსებობს არცერთი დაზარალებული” – კახა კალაძე ქიმიური ნივთიერების სკანდალზე