“ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე” – ელენე ხოშტარია

ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია BBC-ის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას.

“დროას” ლიდრის შეფასებით, “ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს”.

შესაბამისად, რეაქციაც იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.

ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება “რუსულ ოცნებასაც”.

ბოლომდე!” – ვკითხულობთ პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილში, რომელიც მის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშისუს-ში გამოკითხვაზე გელა ღუნაშვილიც დაიბარეს
შემდეგი სტატიასაქართველოში მასწავლებლის ხელფასი აღარ გაიზრდება