ქიმიური იარაღის სკანდალი – ომბუდსმენი პასუხებს 1 წლის წინ ითხოვდა

TV პირველის ჟურნალისტის კითვაზე პასუხისას, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახლა უტარებენ ექსპერტიზას იმ ხსნარს და ფხვნილს, რომელიც 2024 წელს ხალხის წინააღდეგ გამოიყენეს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა წერილები სახალხო დამცველისგან, რომ საჭირო იყო შემოწმება რით იწამლებოდა ხალხი, ვახტანგ გომალაურის უწყებაში ერთი წლის წინ გაიგზავნა.

მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ კითხვები ომბუდსმენმა შსს-ს ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გაუგზავნა – ხელმორედ იქნა კითხვები გაგზავნილი თებერვლის თვეშიც, თუმცა პასუხები არ მიუღია.
ომბუდსმენის საქმიანობის შესახებ 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რა დროს, რა ლოკაციაზე რა სახეობის და რაოდენობის სპეციალური საშუალება იქნა გამოყენებული, ასევე გაიარა თუ არა შემოწმება/ექსპერტიზა კონკრეტულმა სპეციალურმა საშუალებამ, რა სახის და ტიპის ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული და რა პროპორციით.

სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა შსს-ს სპეცილური საშუალებების გამოყენების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით. რამდენმა თანამშრომელმა, რა დროს, რა ლოკაციაზე რა სახეობის და რაოდენობის სპეციალური საშუალება გამოიყენა; გაიარა თუ არა შემოწმება/ექსპერტიზა კონკრეტულმა სპეციალურმა საშუალებამ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა სახის და ტიპის ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული და რა პროპორციით; წყლის ჭავლის მანქანები ხასიათდება თუ არა წყალში რაიმე ქიმიური ნივთიერების შერევის ტექნიკური მახასიათებლით, ხდებოდა თუ არა წყლის და ქიმიური ნივთიერეიბის შერევა აღნიშნული მანქანებით ან ხდებოდა თუ არა ერთდროულად წყლისა და ქიმიური ნივთიერების გამოტყორცნა, შესწავლილია თუ არა კონკრეტული ქიმიური შემცველობის სპეციალური საშუალებების ადამიანებზე მოქმედების სახე, ხარისხი. ხანგრძლივობა. აპარატს ხსენებული ინფორმაცია დღემდე არ მიუღია, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “პირველების” არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.

წყარო: “ტვ პირველი”

banner
წინა სტატიაშიუნგრელი ჟურნსლიტის ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ წყლის ჭავლის მაქანა ყვითელი ფერის სითხეს ასხამდა – საქართველო, 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში აქციების დარბევა
შემდეგი სტატიაქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 6 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობა დაიგეგმა