ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ უფლებები შეინარჩუნა

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას შეუძლია და მომავალშიც შეეძლება ქიმიურ შეტევებში დამნაშავე პირები გამოავლინოს. რუსეთისა და ჩინეთის წინადადება, ორგანზაციისათვის ეს უფლებამოსილება ჩამოერთმიათ, არ მიიღეს – სამშაბათს, 20 ნოემბერს ჰააგაში ორგანიზაციის დელეგატებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს – “დოიჩე ველე” წერს.

რამდენიმე ხნის წინ აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მოსკოვს ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ხელისშეშლაში დასდეს ბრალი. აშშ-ს სენატორმა კენეტ უორდმა თქვა, რომ სირიაში უმეტესობა გაზის შეტევების უკან ოფიციალური დამასკო დგას, “რუსეთი კი სიმართლის დასამარებას ცდილობს”.
მიმდინარე ეტაპზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია მუშაობს ექსპერტთა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამნაშავე პირებს დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიჩიკაგოში 95-ე სართულიდან ლიფტი მოწყდა – არავინ დაშავებულა
შემდეგი სტატია,, როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით”