ქიმიური აფეთქების შედეგად,ირანის უდიდეს პორტში, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა

ქიმიური აფეთქების შედეგად,ირანის უდიდეს პორტში, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა- იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია.

სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა.

აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები.ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს (ფოტორეპორტაჟი)
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე