ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 6 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობა დაიგეგმა

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები 6 დეკემბერს, 19:00 საათზე ფილარმონიიდან რუსთაველამდე მსვლელობას აანონსებენ მოთხოვნით – ჩატარდეს ქიმიური მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება.

ხალხი, ვინც „ბიბისის“ ფილმში მონაწილეობდა და ახლა სუსი გამოკითხვებზე იბარებს, აცხადებენ, რომ თუ ივანიშვილის პარტიას, საერთაშორისო გამოძიებით, ქიმიური იარაღით საკუთარი ხალხის მოწამვლა დაუდასტურდება “ქართული ოცნების“ ყველა წევრს ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებას ვერ ჩაატარებს, სწორედ ამიტომ ისინი მოუწოდებენ დასავლელ მოკავშირეებს, ჩატარდეს ქიმიური მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება.

საპროტესტო საზოგადოების მხრიდან უკვე შაბათს დაანონსებულია, რომ 7 საათზე ფილარმონიიდან გაიმართება მსვლელობა. ეს აქციაც მიეძღვნება ამ რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღით ქართველი ხალხის მოწამვლას, რომელიც “ბიბისის“ ჟრნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ხალხი შეიკრიბოს, რათა ამ რეჟიმმა არ მოახერხოს და თავისი ინფორმაციული მანიპულაციებით და სხვადასხვა მეთოდებით, არ დაფაროს ეს დანაშაული, რისი მცდელობა დღესდღეობით აქვს, ეს არის უმძიმესი დანაშული, რაც არის გამოკვეთილი, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უნდათ აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გაგრძელებას.

ქართველი ხალხი არ დაუშვებს მის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გაგრძელებას და იმ ადამიანების დაუსჯელობას, რომლებმა ეს ჩაიდინეს. აკრძალული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს, საჭიროებ შესაბამის პასუხს, საერთაშორისო გამოძიებას და სწორედ ამას მოვითხზოვთ შაბათს, – აცხადებს ბაკურ კვაშილავა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი, TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიქიმიური იარაღის სკანდალი – ომბუდსმენი პასუხებს 1 წლის წინ ითხოვდა
შემდეგი სტატია„მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ” – ევროპარლამენტარი