29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ქიმიის სწავლება, წინა წლებისგან განსხვავებით, მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება

2026–2027 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში მოსწავლეები რიგ საგნებს განახლებული საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი გრაფიკი უკვე გაეგზავნათ სკოლებს, თუმცა დოკუმენტი ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ქიმიის სწავლება, წინა წლებისგან განსხვავებით, მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება. ასევე, მე-7 კლასიდან ქართული ენა და ლიტერატურა ცალკე საგნებად დაიყოფა.

ცვლილებები შეეხება ისტორიის სწავლებასაც — მე-7 კლასიდან მოსწავლეები საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას ცალკე საგნებად შეისწავლიან.

ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაიზრდება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის სწავლების საათობრივი დატვირთვა.

დაგეგმილი რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა მე-10 კლასის ისტორიის კურიკულუმი, სადაც მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია და მოსწავლეები მხოლოდ საქართველოს ისტორიას შეისწავლიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ისა და იტალიის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება
შემდეგი სტატია„დროა“: საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ნატო-ს უმნიშვნელოვანეს სამიტზე, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება