26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ის ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექვსი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს კომისარი ქართულ ოცნებას: გააუქმეთ რეპრესიული კანონები და შეწყვიტეთ კრიტიკოსების დევნა