ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლო დატოვა – ადვოკატი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება უვადოდ შეაჩერა და საქმე განხილვისთვის მიიღო.
სტრასბურგის სასამართლო უკვე დატოვა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც გუშინ ჩავიდა და საქმეში მესამე მხარედ ჩართვის სურვილი აქვს.

როგორც ხალვაშმა ტვ იმედთან განაცხადა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღს სტრასბურგმა ის დარჩება სამართლებრივ პროცესში და დაელოდება შედეგს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქმის განხილევა ისე, რომ მხარეთა ინტერესები არ დაზარალდეს. სალია რუსთავი 2-ის მიერ სტრასბურგში გადაგზავნილი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს.

,,მნიშვნელოვანია მოხდეს დოკუმენტის გასაჯაროება, რომელის რუსთავი 2-მა გადაუგზავნა სტრასბურგის სასმართლოს და რომლის მიხედვითაც ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი“ – განაცხადა სალიამ ტვ იმედთან.

3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა.

შედეგად, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ საქმეს მინიჭებული აქვს უპირატესობა და განხილვა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაში(Video) “რუსთავი 2″ ჩვენია მეგობრებო” – გვარამიას საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა ხვალ დაიწყება