ქიბარ ხალვაში: ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მოსამართლე ურთმელიძის გუშინდელი განჩინების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვებული იყო, მიუხედევად იმისა, რა იქნება საბოლოო შედეგი ყველა ინსტანციის შემდეგ. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა, ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია  გამართეს.

“მე სასამართლოს პირველი ინტანციის შემდგომ გამოვაცხადე, რომ მე გამარჯვებული ვარ ამ საქმეში მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება და რა იქნება საბოლოო შედეგი ყველა ინსტანციის შემდგომ. ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდისგან, რომელიც ყველაფერს ტერორით, ძალადობით და შანტაჟით ითვისებდა. ჩვენ მივმართეთ დავის ცივილიზებულ ფორმას, სასამართლოს, რომლის პირველმა ინსტამციამ გამოიტანა განაჩენი ჩემს სასარგებლოდ. მინდა აგიხსნათ და მოვხსნა ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება “რუსთავი 2” როდესაც საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. დღეს ჩემთან ერთად არიან დვალი და აქიმიძე. პირველივე დღეს მე განვაცხადე, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. მე მინდა რომ სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისთვის, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს ეხება არამარტო “რუსთავი 2″-ს არამედ სხვა დანარცენ პირად საკუთრებას, რომელიც დაიკარგა, ჩამოართვეს, ერთ ლარად გააფორმებინეს და ა.შ. მე დათო დვალთან ვილაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება აუცილებლად პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზოა”,- განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება
შემდეგი სტატიაჯარჯი აქიმიძე: დღეს ჩვენი ჟურნალისტები ბარიკადების მეორე მხარეს დგანან, ვერ ვხდები რას ებრძვიან