ქიბარ ხალვაში – „კურიერი“ მომწონს, არაფერს ვცვლი, შევეცადოთ, უფრო მაღალი სტანდარტი იყოს

„რუსთავი 2“-ზე დაწყნარდებიან ცოტა ხანში, დარწმუნდებიან, რომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, – განაცხადა სამაუწყებლო კომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა. მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ „კურიერი“ მოსწონს და არაფერს ცვლის.

„კურიერი“ მომწონს, არაფერს ვცვლი, შევეცადოთ, უფრო მაღალი სტანდარტი იყოს. მაგალითად, ჩემზე ტყუილს რომ ამბობს, შემეკითხოს, მართალია თუ არა, რომ ოლიგარქი ვარ, შეკრული ვარ ვინმესთან. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ, ვინც სარგებელს მოუტანს კომპანიას, რადგან ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს.

ვუყურებ ძალიან პროფესიონალურად ყველაფერს. გარანტია რა არის იცით – თუ ჩავუღრმავდებით ყველაფერს და ვიწროდ არ განვიხილავთ, რომ დიდხანს იყოს და მომგებიანი, საჭიროა, ხალხი იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს ტელევიზიას, ჰქონდეს რეიტინგი და ადამიანმა იყიდოს რეკლამა.

როცა მომიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, მერე მივალ. დაწყნარდებიან ცოტა ხანში, დარწმუნდებიან, რომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მედიამენეჯერს ვეძებ. თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას თქვენი შრომით, მე არ ვაპირებ გაკოტრებას. ნამდვილად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, მაგრამ გამოუსწორებელი ხომ არ მითქვამს.

ჩემი წარმომადგენელი რომ მივიდა და დირექტორი რომ დავნიშნე, იმ დღიდან მისული ვარ. ყველა შეკითხვაზე გავცემ პასუხს“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანს აქვეყნებს
შემდეგი სტატიარაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ