ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით, არ არის არავინ, მისი რეგისტრაცია არ მომხდარა – ნიკა გვარამია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემდეგ, ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება.

ქიბარ ხალვაშის თქმით, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, რასაც გვარამია პასუხობს და აცხადებს, ჯერჯერობით, ქიბარ ხალვაში არ წარმოადგენს სამაუწყებლო კომპანიის მფლობელს.

„ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს… ლონდონის არბიტრაჟი ხომ აგიხსენით რაც არის, ბერკეტი ამაზე უკეთესი არ არსებობს, ჯერ უნდა მოხდეს ჩემი დაკმაყოფილება და მერე არის შესაძლებელი განთავისუფლება. საჯარო რეესტრმა უნდა უთხრას უარი, იმიტომ, რომ მას აქვს ეს კონტრაქტი და ეს კიდევ მორიგი კანონდარღვევა იქნება დანაშაულებრივი გზით. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და უკავშირდება არა მხოლოდ მედიას, როგორც კომპანიას, არამედ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. თუ თეა წულუკიანი გადაწყვეტს, რომ ერთ შემთხვევაშიც დაარღვიოს პირდაპირ და ღიად მედიის უფლებები და შესაბამისად, შეარყიოს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, მეორე შემთხვევაშიც გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს კომპანიის უფლება და უკვე პირდაპირ დაარტყას სარედაქციო პოლიტიკის გარანტიად მოცემულ კონტრაქტს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ორჯერ ჩადენილი დანაშაულია… ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით, არ არის არავინ, მისი რეგისტრაცია არ მომხდარა და ვერც მოხდება, გადაწყვეტილების თანახმად, ჯერ არის სამთვიანი ვადა გასაჩივრების, მერე გასაჩივრება და იმედი გვაქვს, რომ მერე განხილვა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია გამორიცხავს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია რუსეთმა და ივანიშვილმა
შემდეგი სტატია„სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ – ნიკა გვარამია