საქართველო აფხაზეთთან ურთიერთობების გარკვევას საერთაშორისო საზოგადოების გარეშე გეგმავს.
ამის შესახებ სკანდალური განცხადება ვახტანგ ყოლბაიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“სულ სხვის იმედზე ყოფნა ჩვენთვისაც და მათთვისაც დამღლელია. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა აფხაზეთთან ურთიერთობების დასადგენად,”- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
დღეს დუმამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება ხმათა უმრავლესობით მოახდინა.








