26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ქეთი თურაზაშვილი – ვითხოვთ დაისაჯოს ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი, მოძალადე პოლიციელი

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა, რომ  ელისაშვილი უკვე მეორე წელია, მასზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს, თუმცა სამართალდამცავი უწყებებიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„ელისაშვილზე თავდასხმის ფაქტი 2024 წლის 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან მოხდა, ექსკლუზიური კადრები მაშინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა. პოლიტიკოსი მეორე წელია ასახელებს მასზე თავდამსხმელს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება სამართალდამცავი უწყებებიდან არ ყოფილა.

ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც ელისაშვილის წინააღმდეგ იმართება, პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, აქტივისტი და მწერალი პროკურატურას ახსენებს მასზე ანგარიშსწორებას, მოძალადე პოლიციელს და საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას უშედეგოდ ითხოვს. დაკავებამდეც პოლიტიკოსს არაერთი საჯარო გამოსვლა და მოწოდება ჰქონდა საგამოძიებო სამსახურებთან მოთხოვნით, რომ ზაქარია ჩოხელი დაეკავებინათ, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებები ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ და პოლიტიკოსის მიმართ ანგარიშსწორებას ამჯერად გამოგონილი „ტერორიზმის” ბრალდებით განაგრძობენ.

ვითხოვთ დაისაჯოს ალექსანდრე ელისაშვილზე თავდამსხმელი, მოძალადე პოლიციელი ზაქარია ჩოხელი“, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგურამ როგავა: ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს, ჩემი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა
შემდეგი სტატიაშსს: გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა