ქეთი ენუქიძე: დედაქალაქის დაგეგმარებაზე თანხების გაფლანგვა მოხდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “არა კორუფციას” ერთ–ერთი დამფუძნებლის ქეთი ენუქიძის განცხადებით, თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში ჩართული გერმანული კომპანიები თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

“გერმანული კომპანიები, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში არიან ჩართული, ჩვენთან კონტაქტზე უარს აცხადებენ. ტელეფონითა თუ ელექტრონული ფოსტით მათთან დაკავშირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი არსებულ კითხვებზე პასუხებს არ სცემენ. სწორედ თბილისის გენერალური გეგმის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დავინტერესდით, თუ რა გეგმები აქვთ კომპანიებს ( “AS&P-Albert Speer & Partner Gmbh”; Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MBH) ჩვენს დედაქალაქთან მიმართებაში. თუმცა მათ ჩვენთან კონტაქტი და არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს” – განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის გენერალური გეგმის შედგენა ავალია კომპანია “სითი ინსტიტუტს”, რომლის წარმომავლობაც ბუნდოვანია, ჩნდება ეჭვი, საერთოდ არიან რო ჩართულები გერმანული კომპანიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში.

“თქვენ მოგეხსენბათ, რომ დედაქალაქის დაგეგმარებაზე კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს, რომელიც მიზნად ისახავდა, ქ.თბილისი მიწათსარგებლობის გეგმის წინასაპროექტო მოსაზრების, საკონსულტაციო მომსახურების შეძენას. ეს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კონკურსის გამოცხადების დროისათვის არ არსებობდა, ის შეიქმნა იმისთვის, რომ ეს კონტრაქტი მიეღო. ყოველივე ზემოთქმული აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ შეიქმნა გარკვეული სქემა, რომლის საშუალებითაც თანხების გაფლანგვა მოხდა. რამეთუ არანაირი კვლევა, არგუმენტირებული გათვლები და დაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის, თანხები კი, გადახდილია. ალბათ ბუნებრივია თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება კითხვა, თუ რა დამსახურებისთვის ერგო თვე ნახევრის გახსნილ კომპანიას ჯერ 50 ათას ლარიანი მოგვიანებით კი 2 800 000 ლარის კონტრაქტები. სწორედ ესეთი ბუნდოვანება ბადებს ეჭვს, რომ ის გერმანული კომპანიები, რომლებზეც საჯაროდ საუბრობენ, ქალაქის დაგეგმარბის პროცესში ჩართულები საერთოდ არ არიან” – განაცხადა ენუქიძემ.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაცხინვალის რეგიონში ქართულ სკოლებს ხურავენ