ქეთი დოლიძე იური მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება

ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რეჟისორი ქეთი დოლიძე 9 აპრილთან დაკავშირებით იური მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ 1989 წლის 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებმა ხალხი მიატოვეს და გაწირეს. ამის შესახებ ქეთი დოლიძე იური მეჩითოვის ფეიბსუკგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში წერს

„იურა, ისინი ყვირიან და ხავიან, ვინც ყველაზე კარგად იცის, რაც და როგორ მოხდა 9 აპრილს! ის ახსნან, ირაკლი ბათიაშვილის გარდა, ყველა უვნებელი რომ გამოძვრა!!!

სამარცხვინოდ: 22 ქალი და ორი მილიციელი!

ხომ დაირტყით უკანალზე ფეხები და შეატოვეთ ეს ქალები და შეწირეთ მსხვერპლად! ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი კი ჩვენი მემატიანეა! გარეწარი, მკვლელი გვარამია რომ ამდენს “ბლატაობს”, ეს არ ეპატიება “ოცნებას”!“- წერს ქეთი დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია იური მეჩითოვზე – „ინტერვიუ პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას და თითოეული ქართველის ღირსებას”
შემდეგი სტატიამძორი იურა მეჩითოვი ქოცებს კულტურის მინისტრის მოადგილედ არ ჰყავდათ?!