ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის არიან მამა-შვილი და ძმები

ქეთევან წა მებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის არიან მამა-შვილი და ძმები.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.

მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.

“ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა – C0-მ გამოიწვია
შემდეგი სტატიანამწვის დაგროვება არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია