კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, ქეთევან თურაზაშვილი ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
არავის გვქონია მოლოდინი, რომ უსამართლო სასამართლო უცებ, დღეს, გადაწყვეტდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. როდესაც ალეკოს ბრალი დაუმძიმეს და ტერორიზმის მუხლი შეუფარდეს, ვნახეთ, რომ ეს იყო შალვა პაპუაშვილის სატელევიზიო ეთერის შემდეგ, სადაც მან აღნიშნა, რომ ალეკომ ჩაიდინა ტერორიზმი. დღეს ვნახეთ, დილით კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და ამის შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი გამოცხადებული ბრალი. გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება. ყველამ ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილი 13 წელი საპატიმროში არ იჯდება.
მინდა მივმართო საზოგადოებას, საუბარია 320 – ლარიან ზარალზე. 320 – ლარიანი ზარალი ვერასდროს შეფასდება როგორც ტერორიზმი. საბედნიეროდ, სახეზე არ არის დაზარალებული, არ გვაქვს მსხვერპლი. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სამართლიანი სასამართლო სჭირდება ქვეყანას. სანამ ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სახელმწიფო“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.















