ქეთევან სურმავა: “მსოფლიოს 8 უნივერსიტეტმა მიმიღო”

“მსოფლიოს 8 უნივერსიტეტმა მიმიღო”, – ეს შედეგი 19 წლის ქეთევან სურმავამ დადო. ფოთელი გოგონა, ერთდროულად, მსოფლიოს 8 წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

როგორც ქეთევან სურმავა “თაიმერთან” საუბარში განმარტავს, წარმატებას დიდი შრომა, მუდმივი თვითგანვითარება და მიზნისკენ ეტაპობრივად სვლა სჭირდება. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, მან შესძლო და დასახულ მიზანს მიაღწია.

“სულ მქონდა სურვილი, რომ განათლება უცხოეთში გამეგრძელებინა, თუმცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გზა მხოლოდ სურვილითა და მოტივაციით არ შემოიფარგლებოდა. წარმატებას დიდი შრომა, მუდმივი თვითგანვითარება და მიზნისკენ ეტაპობრივად სვლა სჭირდება. სანამ, საერთაშორისო გამოცდებზე გასვლას გადავწყვეტდი, პირველ რიგში, ჩემი ინგლისური ენის დონეს მივხედე და სისტემატურად ვიმუშავე მის გაუმჯობესებაზე. ამის შემდეგ, უკვე შევძელი ისეთი გამოცდების ჩაბარება, როგორებიცაა IELTS, TOEFL და CAE. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა – რეალური გამოწვევები სწორედ აპლიკაციების ეტაპზე იწყება. უნივერსიტეტებში განაცხადის გაგზავნა მრავალსაფეხურიანი, კომპლექსური პროცესი აღმოჩნდა, რომელიც არამხოლოდ აკადემიურ მომზადებას, არამედ, დროის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარსაც მოითხოვს”, – აღნიშნა ქეთევან სურმავამ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე ის, ვერც სასურველ უნივერსიტეტში მოხვდა და ვერც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვა. ქეთევანის დიდი სურვილი იყო “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტი გამხდარიყო, თუმცა, გამოცდის ქულების მიხედვით “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში სწავლის გაგრძელებისთვის ყველაფერს აკეთებდა, უამრავ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების შედეგებმა, მას კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა, რომ დასახული მიზნისთვის მიეღწია.

ქეთევან სურმავამ ჩვენთან საუბარში, ასევე, გაამხილა უფრო დიდი მიზნების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ქეთევანის შემდეგი მცდელობა, ამერიკაში სწავლის გაგრძელება იქნება, თუმცა, მანამდე, ევროპის რვა უნივერსიტეტიდან ერთ-ერთს შეარჩევს, სადაც სწავლას გააგრძელებს. უნივერსიტეტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. Charles University – 100% დაფინანსებით (ჩეხეთი, პარაღა) ფაკულტეტი Faculty of Social Sciences (წოდება Bachelor in Economics and Finance).
2. Cambridge – 70% დაფინანსებით, ეკონომიკის ფაკულტეტი.
3. Middlesex University Dubai – 100% დაფინანსებით. ფაკულტეტი BA (Honours) Accounting & Finance programme.
4. University of Salamanca – 100% დაფინანსებით (ესპანეთი). ფაკულტეტი Faculty of Economics and Business.
5. American University in Bulgaria – 100% დაფინანსებით. (აღნიშნულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 9 სტუდენტი ჩაირიცხა და ერთ-ერთი ქეთევანია👏). ძირითადი პროგრამა Business Administration, მაინორი Business Communications and Public Relati 2 ფაკულტეტზე.
6. Anglo-American University – 100% დაფინანსებით. პრაღა School of Business Administration, ფაკულტეტი People Management and Leadership.
7. Vrije Universiteit – 100% დაფინანსებით. ბრიუსელი, ფაკულტეტი: Social Sciences and Solvay Business School.
8. Modul University – 100% დაფინანსებით. ვენა, ფაკულტეტი: International Management.

 

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის შედეგს ივანიშვილი ისევე დაწერს, როგორც “გორბის” კვლევას – ლევან სანიკიძე
შემდეგი სტატიაკობახიძემ ღარიბაშვილზე ვრცლად პირველად ისაუბრა