ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:
_ იმედის დასანქცირებაზე ევროპარლამენტშიც აქტიურად მუშაობენ.
გასულ წელს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა — აკოლეგებს გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა „იმედისთვის“ აკრედიტაციის შეწყვეტას და ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საშვის არგაცემას. ინიციატივის საფუძველი იყო ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ მუდმივად ცილისმწამებლური რეპორტაჟები, პარლამენტარებზე თავდასხმები და მათი მტრებად წარმოჩენა.
ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების გრძელვადიანი და ერთჯერადი საშვები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აკრედიტაცია უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას. დასანქცირების შემთხვევაში ორივე ტიპის აკრედიტაციის გაცემა ჩერდება.
გასული წლის ბოლოს ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას მივაწოდე. ნაწილმა ეს სერიოზულად არ მიიღო — „ვერაფერს გააკეთებენ, ან თუ გააკეთებენ, ეს მათ სახეს წარმოაჩენსო“;
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგს სანქციებიც კი სურდა და მერე მოაბავდა ათას რამეს. ნაწილი შეშფოთდა და ინერვიულა საუბრის დროს. მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი, რადგან არაფერი შეცვლილა — არც ტონი და არც შინაარსი. პირიქით, ყველაფერი იგივე ან უფრო მძიმე ფორმით გაგრძელდა.
ევროკავშირში სანქციების მიღება კოლექტიურად უფრო რთული პროცესია — ეს გუშინაც დადასტურდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ვეტოს გამოყენებით. ამიტომ წევრი ქვეყნები ჯერ ინდივიდუალურ სანქციებს მიმართავენ, რადგან ამას ამ ეტაპზე უფრო ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევენ, ვიდრე საერთო გადაწყვეტილების მიღებას, სადაც ვეტოს გამოყენების რისკი არსებობს.
საგულისხმოა, რომ უნგრეთსაც და სლოვაკეთსაც ყველა წინა სასანქციო პაკეტისთვის აქვს ხმა მიცემული და თავის დროზე რუსული ტელეკომპანიების დასანქცირებასაც დათანხმდნენ. აქვე წერილი , რომელიც იმედზე ევროპარლამენტში გასულ წელს შევიდა – Dear Colleagues,
I am writing to seek your support on an urgent matter regarding the accreditation of Georgian TV Imedi within the European Parliament.
As you may be aware, there is substantial evidence that Imedi TV (Georgian broadcasting company and current propagandist outlet of ruling Georgian Dream party) does not operate as an independent media outlet but rather as a partisan propaganda instrument for the ruling Georgian Dream party. This includes the systematic spreading of disinformation targeting the EU, European institutions, and Members of the European Parliament.
Given the seriousness of these concerns and the potential risks to the integrity of our institutions, I have drafted a formal request to Madam President calling for the immediate suspension of Imedi’s accreditation pending an independent investigation.
Please find attached the draft text of the letter as well as supporting documents substantiating the claims made.
I would greatly appreciate your support in endorsing this initiative to uphold our shared values of media independence, transparency, and democratic integrity.














