ქეთევან ხუსკივაძე: სამუშიას სურს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე მეტად ივანიშვილს რეჟმს ემსახუროს

“სამუშიას სურს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე მეტად ივანიშვილს რეჟმს ემსახუროს”-ასე აფასებს აკადემიური საბჭოს სხდომიდან დროზე ადრე გამოსული ლექტორი ადგილზე არსებულ ვითარებას. თსუ-ში სტუდენტებსა და პროფესორე-მასწავლებლებს არ უშვებენ. როგორც “თაიმერის” ჟურნალისტი, აკო ქიქავა ადგილიდან იტყობინება ადგილზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ამ წუთებში თსუ-ს პირველ კორპუსში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ.