ქეთევან ჯოხაძემ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადასცა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ქეთევან ჯოხაძემ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები პირადად გადასცა.

აღნიშნული აქცია საინიციატივო ჯგუფის „დავეხმაროთ მოხუცებს“, მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში შეიქმნა და მისი მიზანია შეჭირვებული მოხუცების საკვებით, მედიკამენტებით და სხვადასხვა საშუალებებით დახმარება.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის უკვე დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი იკვეთება
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია – ჟენევის ფორმატის გარდა, საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ