ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია.

წმინდა ნაწილები დღეს ასპინძაში, ხვილიშას ეკლესიაში ახალქალაქიდან გადააბრძანეს, სადაც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ საკვირაო წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფემ ქეთევან დედოფლის პარაკლისი გადაიხადა.

როგორც მიტროპოლიტმა თეოდორემ განაცხადა, წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთში სამი დღის განმავლობაში დარჩება. დღეს წმინდა ნაწილებს ახალციხეში გადააბრძანებენ, სადაც მრევლს საშუალება ექნება წმინდა ნაწილები მოილოცოს.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 31 ოქტომბერს ადიგენში, ხოლო 1 ნოემბერს ხულოში გადააბრძანებენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიადაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს