ქეთევან ციხელაშვილს მინისტრობიდან ხსნიან და ავსტრიაში ელჩად უშვებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მალე მინისტრთა კაბინეტს დატოვებს და საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. როგორც „თაიმერს“ სამთავრობო კულუარებში აცნობეს ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ციხელაშვილი უკვე დანიშნულია და ახლა თბილისი ავსტრიიდან ეგრიმანს ელოდება.

სამთავრობო კულუარებში „თაიმერს“ ისიც უთხრეს რომ სულ მალე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო გაუქმდება და ის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეუერთდება. რამდენიმე წლის წინ ლტოლვილთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთეს, მაგრამ ახლა მისი გამოყოფა იგეგმება.

ქეთევან ციხელაშვილს რომ საქმე კარგად არ ჰქონდა, ამის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელდა. ის ბევრ სკანდალშია გახვეული, მაგრამ ვიღაც მფარველობს და ამის გამო ვერ ხსნიდნენ.

ქეთევან ციხელაშვილის საქმიანობით განსაკუთრებით უკმაყოფილო ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლები იყვნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პირდაპირ ევალებოდა ამ ადამიანებზე ზრუნვა, მაგრამ ის ზოგადი განცხადებების გარდა არაფერს აკეთებდა. ამოჩემებული ჰქონდა შემდეგი ფრაზები – ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაციებს ვაწვდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

მის სახელს სხვა სკანდალებიც უკავშირდება. ერთ-ერთი სკანდალი ცე ჰეპატიტის სამკურნალო წამლებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მედია გასულ წელს წერდა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამას შეეწირა დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრობა. თუმცა მისი მოხსნის მიზეზი კიდევ ერთი სკანდალი იყო.

ცე ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული წამლები საქართველოს ამერიკამ გადმოსცა საჩუქრად. მიმდინარე წლის დასწყისში ვნახეთ რომ ნახევარი მილიარდის ღირებულების წამლებს ვადა გაუყვანეს და უვარგისი გახადეს.  როგორც გაირკვა ქართული მხარე ამ წამლებს ყიდდა კიდევაც. ამერიკელებმა რუსეთის შავ ბაზარზე აღმოაჩინეს მათ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლები. დაიწყეს გამოძიება და დაადგინეს, რომ წამლები იქ ცხინვალიდან და სოხუმიდან მოხვდა.

ცე ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ოსები და აფხაზებიც არიან ჩართული. როგორც ამბობენ სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ხდებოდა წამლების გადინება აფხაზეთსა და ცხინვალში, საიდანაც ის რუსეთში იყიდებოდა. წამლები იქ ჯანდაცვის და შერიგების სამინისტროს გვერდის ავლით ვერ მოხვდებოდა.  ცნობისათვის ერთი კურსის ღირებულება 80.000 დოლარია. ამიტომაც ჰქონდა ამერიკულ მხარეს ამ უწყებების წარმომადგენლებთან კითხვები.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში,,ბიძინა ივანიშვილისთვის გახარია არის მარადონა’’
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით ჟურნალისტებს „ეტიპება“