ქეთევან ციხელაშვილი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამყოფ ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გამყოფ ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ.

კლუბი სოფელში მდებარე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით დაარსდა.

ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან ფუნქციონირებს. კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.

ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე, ესტუმრნენ ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს-ხელოვნების სკოლას, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ 2013 წელს დააარსა.

ხელოვნების სკოლაში ნიქოზის და ახლომდებარე სოფლების მცხოვრები ბავშვები სხვადასხვა სფეროში იღებენ განათლებას და გამოყენებით ხელოვნებას ეუფლებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება
შემდეგი სტატიასაარჩევნო ბიულეტენებს არ გადათვლიან – საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა