ქეთევან ციხელაშვილი : მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს,გადახედონ ამ გადაწყვეტილებას

ხურჩა ნაბაკევის გზის ჩაკეთვას ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ციხელაშვილი მოუწოდებს დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს, რომ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უწყვეტ კომუნიკაციაშია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ურყევი იყოს მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ჩვენ გვაქვს უწყვეტად კომუნიკაცია ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იმისათვის, რომ მომავალშიც ურყევი იყოს მათი მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ გადავდგათ ნაბიჯები გადაადგილების თავისუფლების გამარტივებისკენ.

მოვუწოდებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციას, რომ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას, გააცნობიერონ მთელი სიმძიმე ადგილობრივად უსაფრთხოებისთვის და პირველ რიგში მოსახლეობისათვის და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის კვალდაკვალ ხელი შეუწყონ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საზოგადოების ინტერესებს ივანიშვილი ვერ შეეხება-მინაშვილი
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვა დიფერენცირებული ხდება