ქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს:

„ჩემთვის, როგორც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის არის დიდი დღე, დიდი ხუთშაბათი, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც არის სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების უდიდესი სიმბოლო და ალბათ ეს არასდროს ყოფილა ასე რეალური და არასდროს ჰქონია ასეთი პირდაპირი მნიშვნელობა, რომ ჩვენ სიცოცხლის დასაცავად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აღვნიშნავთ ამას და როგორ გავიზიარებთ ამ დიდი დღესასწაულების სიხარულს, როგორ დავიცავთ ერთმანეთს და გავუფრთხილდებით ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის და მთავრობის წევრის მოწოდებაა დარჩით სახლში, ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ სიცოცხლე“

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ
შემდეგი სტატია82 წლის პაციენტმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა