ქეთევან ციხელაშვილი – მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროვოკაციაა

ქეთევან ციხელაშვილი – მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ამ ფონზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუგუტიანთკარში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არ ჩასულან, სიცრუეს უწოდებს.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ თემებით მანიპულირება ქვეყნისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის საზიანოა, ამიტომ სახელმწფო მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ მსგავს საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„ყველა მოქმედებას აქვს მიზანი. მიზანი არის ის, რომ ეს, ეგრეთ წოდებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს და მოსახლეობას დავეხმაროთ. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რაც შეეეხება 7 აგვისტოს ეპიზოდს, სახელმწიფო სტრუქტურამ მყისიერად აამოქმედა ყველა არსებული მექანიზმი. 7 აგვისტოსვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, რათა პროცესი შეჩერებულიყო. ეს პროცესი არის შეჩერებული. ყველამ ვიცით, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ამ ფონზე ამ თემით მანიპულირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია. ეს არის დამაზიანებელი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ამ პროცესის გამწვავება და ნებსით თუ უნებლიეთ ამას უწყობს ხელს. მინდა, მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხებს, რადგან ამ ყველაფრის უკან არიან ადამიანები, რომლებსაც ეს პირდაპირ ეხებათ, ამ ყველაფრის უკან არის ჩვენი ქვეყანა. არც ეს ადამიანები და არც ეს ქვეყანა არ არის სათამაშო“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.

banner
წინა სტატიაშიეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა… ხალვაში მეორედ მონაწილეობას რუსთავი 2-ის განადგურებაში – დავით დვალის პირველი კომენტარი ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე
შემდეგი სტატია“რუსთავი2” იყიდება – გენერალური დირექტორის საგანგებო განცხადება