ქეთევან ციხელაშვილი : მარია ზახაროვას განცხადება არ ყოფილა უჩვეულო, სტილიც დაცულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2019 13:33

ქეთევან ციხელაშვილი : მარია ზახაროვას განცხადება არ ყოფილა უჩვეულო, სტილიც დაცულია

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება არ ყოფილა უჩვეულო, სტილიც დაცული გახლავთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილმა კომენტარი გააკეთა მარია ზახაროვას განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით აძლიერებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას, დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო კავშირებს“.

გარდა ამისა, ზახაროვამ დასავლელ პარტნიორებს ამ ორ რეგიონში ჩასვლისკენ მოუწოდა.

როგორც ზახაროვას საპასუხოდ ციხელაშვილმა აღნიშნა, შეუძლებელია სერიოზულად საუბარი, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოკრატია შედგა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია. ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, შეზღუდულია გადაადგილება და ოჯახები გაყოფილია. მოწოდებები, რომ დასავლელი პარტნიორები იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია. თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილი არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ამ რეგიონებში წვდომა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულად მძიმეა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2019 13:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,402
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics