ქეთევან ციხელაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებლს ჩალოკა ბეიანის შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დელეგაცია.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ. მან ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დევნილთა ღირსეული დაბრუნება დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება და საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს კვლავაც აქტიურად დააყენებს დისკუსიების დღის წესრიგში.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გაეროს მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩალოკა ბეიანმა გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხში გაეროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ჯარისკაცებს – გული სიამაყით გვევსება, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს პატარა ქვეყანას
შემდეგი სტატია„აუდიტორია 115“-ის წევრი ფინანსთა მინისტრს – ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში