ქეთევან ციხელაშვილი გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა და გიუნტერ ბეხლერმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა განიხილეს. ხაზი გაესვა ჟენევის დისკუსიებში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 26 ოქტომბრისთვის სოფელ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა იქნება არაპოლიტიზირებული და გამოსავლებზე ორიენტირებული.

სახელმწიფო მინისტრმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხები. აღინიშნა, რომ მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ხელოვნური ბარიერები არ უნდა აფერხებდეს. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქის – გიორგი გიუნაშვილის საკითხს, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ივლისში დააკავა და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების თემა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: ყოფილ თავისუფალ დემოკრატებთან შეხვედრა იყო სპონტანური
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე : აღარ მაქვს პარტიული კუთვნილება და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ