ქეთევან ციხელაშვილი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს, ლალი ბასარიას შეხვდა. მინისტრმა ლალი ბასარიას მისი მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე განუცხადა რომ სახელმწიფო მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს მისი მეუღლის გასათავისუფლებლად.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გიორგი ლუკავას გათავისუფლება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ვაგრძელებთ ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას“ , – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, ლალი ბასარია, მეუღლის, დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით, მეოთხე დღეა შიმშილობს. 52 წლის გიორგი ლუკავას, რომელიც ამ დრომდე დრანდის ციხეში იმყოფებოდა, 5 წლის წინ აფხაზურმა მხარემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხინს წინ ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარესთან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, ბოლო მომენტში აფხაზებმა ლუკავას გადმოცემაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიარამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა