ქეთევან ჩაჩავა-თამარ ჟვანიამ დაიმსახურა, იყოს ერთ-ერთი ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე წარდგენილ სამ კანდიდატს შორის

თამარ ჟვანიამ დაიმსახურა, იყოს ერთ-ერთი წარდგენილ სამ კანდიდატს შორის, ვინაიდან მან რთულ პირობებში და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მოახერხა მაქსიმალური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა, – ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელი იყო პრეზიდენტის მხრიდან ღიაობა, ვინაიდან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, დაესახელებინა თავისი კანდიდატი.

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ 2012 წელს გახლდათ თამარ ჟვანიას ერთ-ერთი წარმდგენი ორგანიზაცია და მაშინ გახსოვთ, როგორი ერთსულოვანი იყო სამოქალაქო სექტორი. ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო რიგი გამოწვევები საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში, ასევე ძალიან ბევრი კრიტიკაც, ხშირ შემთხვევაში. თუმცა, ვფიქრობთ, ქალბატონმა თამარმა დაიმსახურა, რომ იყოს ერთ-ერთი წარდგენილ სამ კანდიდატს შორის, ვინაიდან მან იმ რთულ პირობებში და ისეთ რთული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მოახერხა მაქსიმალური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა. შესაბამისად ვფიქრობთ, ის უნდა იყოს წარდგენილი, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ცესკო-ზე. თუ საარჩევნო კომისია ვერ მოიფიქრებს, უკვე შემდგომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე, თამარ ჟვანიას გარდა, კიდევ სამი კანდიდატურა შესთავაზეს.

banner
წინა სტატიაშილაშა ჟვანია – პრეზიდენტი ხვალ, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში
შემდეგი სტატიაიშვიათი შოტლანდიური ვისკის მესამედი გაყალბებული აღმოჩნდა