ქეთევან ბაკარაძე: თუ საჭიროება იქნება, მოხდება ყველა შესაძლებლობის მობილიზება დაშავებული ექიმის დასახმარებლად

“იქ არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ სოციალური, არამედ კრიმინალური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმეა. დღეს თავდასხმა განხორციელდა ექიმზე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას დასჭირდა ქვედა კიდურის ამპუტაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დავეხმაროთ დაშავებულის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. თუ საჭიროება იქნება, მოხდება ყველა შესაძლებლობის და რესურსის მობილიზება დაშავებული ექიმის დასახმარებლად- განცხადა აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ “თაიმერთან” საუბარში

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი სექსით არ არის დაკავებული ხეებთან
შემდეგი სტატიამერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია “მომავლის ჭიათურა”-ს დამოუკიდებელ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს მხარი