ქეთევან ბაკარაძე აფხაზ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაულს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს და ვეტყვი, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, რადგან ჩვენ ერთი ვართ.

თითქმის ყველასთვის ძალიან უცხოა აღდგომის ასე აღნიშვნა, მაგრამ ახლა ისეთი განსაცდელის წინაშე ვართ, რომ ყველაზე სწორი თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის სახლში დარჩენაა. სწორედ ასე შევძლებთ შემდეგი აღდგომა პირისპირ, ტრადიციულად მივულოცოთ ერთმანეთს და ეს 19 აპრილი ერთადერთ გამონაკლისად დარჩეს ჩვენს ისტორიაში.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

#დარჩისახლში”, – აღნიშნულია ქეთევან ბაკარაძის მილოცვაში, რომელიც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: ვიდრე ექიმები გვირჩევენ, მოფრთხილებას, დისტანცირებას ერთმანეთისაგან, მანამდე საგანგებო რეჟიმში აღესრულება მსახურება და მრევლი ტაძრის გარეთ იქნება