ქერჩის N6 კორპუსის მიმდებარედ  გზის  მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, შიდა ეზოს მოწესრიგების სამუშაოები ქერჩის N6 კორპუსთან სრულდება.

 

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 1 500  კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, 52 000   ლარი არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაც განახორციელა.

 

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ზესტაფონში და ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს