ქერჩის ყურეში ორ გემს წაეკიდა ცეცხლი – არის მსხვერპლი

ქერჩის ყურეში, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ორშაბათს, 21 იანვარს ორ გემს წაეკიდა ცეცხლი, მათ შორის, ტანკერს, რომელსაც გაზი გადაჰქონდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანში აფეთქება გახდა, რომლის შემდეგადაც ცეცხლი მეორე ტანკერზე გადავიდა. მაშველების ინფორმაციით, ერთ გემზე 17 ადამიანი იმყოფებოდა, მეორეში – 14, ორივე მათგანი ტანზანიის დროშით ცურავს. ორივე გემის ეკიპაჟი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.
უკანასკნელი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა, 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს. რვა მეზღვაურის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი. სამაშველო ოპერაციაში ათამდე გემია ჩართული.

banner
წინა სტატიაშიისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა