ქემოკლიძე: გახარია არ გაუჩინარებულა, ის დუმს, მდუმარე ადამიანი საინტერესოა ყოველთვის

ქემოკლიძე - ჩვენ ის განგვასხვავებს სხვებისგან, რომ პასუხისმგებლობის აღების არასდროს შეგვშინებია

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები გვიახლოვდება, შესაბამისად ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს.

“სხვა მნიშვნელოვანს საკითხებთან დაკავშირებით, ის ჯერჯერობით დუმს და, ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ძალიან საინტერესოა ამავდროულად. […] დუმილზე ერთი ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომ ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს. როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, მდუმარე ადამიანი საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის”-ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, კახა ქემოკლიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო
შემდეგი სტატიაბლინკენი ლავროვთან უკრაინის და საქარველოს სუვერენიტეტის საკითხს დააყენებს