ქემოკლიძე: ბატონ გახარიას ხვალ შეიძლება დააბრალონ, რომ „თალიბანთან“ თანამშრომლობს

მარტივი პასუხია ყველაფერზე, როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით, ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა, ის ადამიანი პირველი გაიქცა და ჩააბარა ტესტი. ჩვენ ასაღელვებელი არაფერი გვაქვს. საქმით და აქტიური საარჩევნო კამპანიით ვართ დაკავებული. სპეკულაციაში ვერ მივყვებით ამ ადამიანებს, რომელთაც რამე აქვთ ასაღელვებელი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ,კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დრო და საშუალება იქნება, გიორგი გახარია გაიკეთებს შესაბამის ნარკოტესტს.

„ბატონ გახარიას გაუკეთებია ეს ტესტი 10-ჯერ და მეტჯერ, ბოლოს საპარლამენტო არჩევნები როცა იყო. ბატონმა გახარიამ გამოიწვია ორი უშუალო ოპონენტი ბატონი კალაძე და ბატონი მელია შინაარსობრივ სიღრმისეულ დებატებში. ამ ორმა ადამიანმა, განსაკუთრებით ბატონმა კალაძემ, როგორც ჩანს, იმის ნაცვლად, რომ შინაარსობრივ დებატებში დაუდგეს ბატონ გახარიას, გადაწყვიტა, რომ რაღაც ნიუსი შეექმნა, გაქცეულიყო და რაღაც ტესტი ჩაებარებინა. მსგავსი ტიპის სპეკულაციები იქნება ძალიან ბევრი, ხვალ შეიძლება დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში ბატონი გახარია რაღაც წყალბადის ბომბს ამზადებს ან „თალიბანთან“ თანამშრომლობს. საქმით და პროექტებით დაკავდნენ და დებატებისთვის მოემზადონ. სალაპარაკოს საფუძველს ჩვენ კი არ ვაძლევთ, ამ საფუძველს ხელოვნურად თავად ქმნიან მათი ჭკუით, იმის ნაცვლად რომ შინაარსობრივ დებატებზე იფიქრონ, რომელზეც პირველებმა გავუგზავნეთ გამოწვევა. ჩვენ კომპრომატების კი არა, დედამიწის ზურგზე არაფრის გვეშინია. ჩვენ ვართ შინაარსობრივი ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით ვიყავით კეთილსინდისიერი და ასე თუ ისე წარმატებული საქმის გამკეთებელი, სადაც საჭიროა მიმწოლი პიროვნებები. რამე თუ აქვთ, გამოიტანონ და ვისაუბროთ შინაარსობრივად“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და იმიტომ არ აბარებენ ნარკოტესტს მერობის კანდიდატები
შემდეგი სტატიაავსტრალიელი ტურისტის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს