ქემოკლიძე 20 ივნისზე: რომელ ტყვიაზე მესაუბრებით, 4 სმ-იან რეზინის ტყვიაზე? ეგაა დათვის ტყვია?

ქემოილიძე 20 ივნისზე: ეგაა დათვის ტყვია?

“საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? – ასე პასუხობს, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, კახა ქემოკლიძე, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები”, ჟურნალისტის შეკითხვას 20 ივნისზე და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.

კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ დამიზნებით ტყვიის სროლა, მხოლოდ “პოლიციელების ინდივიდუალური გადაცდომაა”:

“საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების აქციის დროს, სამწუხაროდ 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი. მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ძლიერ ინსტიტუციად. მათ შორის დაზიანდა ასეულობით ადამიანი და 100-ზე მეტი ჟურნალისტი. რაც შეეხება ამ მონაცემებს, თქვენ რა გგონიათ, ამ კადრების შემდეგ დავიწყებ გამართლებას პოლიციელების ინდივიდუალური გადაცდომების, მართლაც ზოგჯერ არასწორი მიმართულებით, ინდივიდუალურად არასწორად იქცეოდნენ რეზინის ტყვიების გამოყენების თვალსაზრისით, ამას დავუწყებთ გამართლებას?”, – ამბობს კახა ქემოკლიძე.

მისივე თქმით, “20 ივნისის ღამის მეორე ნაწილი, თავიდან ბოლომდე შტურმის მცდელობა იყო”.

“რომელ ტყვიაზე მესაუბრებით, 4 სმ-იან რეზინის ტყვიაზე? ეგაა დათვის ტყვია?” – ასე უპასუხა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა კახა ქემოკლიძემ, “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი დებატები”, ჟურნალისტის შეკითხვას 20 ივნისს გამოყენებულ ტყვიებზე.

“დიდი მადლობა, რომ მაგ ტყვიებზე გამახსენეთ, არ მახსოვდა სიმართლე გითხრათ. ბევრი სპეკულაციები მიმდინარეობს მაგ ტყვიებთან დაკავშირებით, რა გგონიათ რა ტყვიები იყო? რეზინის ტყვიები იყო, რომლებიც სპეც ეკიპირებაში, მასების მართვის მენეჯმენტში, ჩვეულებრივ ყველა სახელმწიფოში გამოიყენებოდა. რომელ წელს იყო იცით ეგ ტყვიები ნაყიდი? ის ტყვიები ნაყიდი იყო 2012 წლის ზაფხულში, სანამ მთავრობა შეიცვლებოდა. ის ტყვიები იყო ჩვეულებრივი რეზინის ტყვიები…”, – ამბობს კახა ქემოკლიძე.

მისივე თქმით, “ღმერთმა დაიფაროსდა” ახლო მანძილიდან თუ ესროლეს ეს ტყვია, “რა თქმა უნდა სახიფათოა”.

banner
წინა სტატიაშიმამა ზაზა ნინოწმინდაზე: მადლობა ღმერთს, რომ სასამართლოს დადგენილება მოვისმინე
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს