ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
ახალგაზრდა კაცი თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა.
დაწყებულია გამოძიება.