ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

ავტომობილში მსხდომი ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს
შემდეგი სტატიამარინ ლე პენმა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა