ქედის მუნიციპალიტეტში ხანძარია – გავრცელებული ინფორმაცაიით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. არსებული ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლები ევაკუირებულები არიან და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.