ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

“დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა”,- აცხადებენ თვითმხილველები. ქედის მერის ლევან გორგილაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დეტალების გასარკევავდ შემთხვევის ადგილზე მიემართება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს – პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ “deutsche welle”-სთან
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – არ ვიცი საპატიმროში ვის მისცეს ხმა, მე ეს არ უნდა ვიცოდე