ქედაში, მეწყრის გამო, შესაძლოა 2 ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო

სოფელ ხარაულში ​კალოპოტიდან გადმოვიდა ნაკადული, რამაც საფრთხე შეუქმნა 2 ოჯახს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ქედის მერიის ინფორმაციით, მდინარის სათავის დათვალიერების შემდეგ გადაწყდება რა სახის პრევენციული ღონისძიებები გატარდება ტერიტორიაზე. მათივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა გახდეს საჭირო.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სტიქიის კერას უახლოეს დღეებში გეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

მოქალაქეებმა ქარბორბალა ქობულეთის სანაპიროსთანაც დააფიქსირეს.

banner
წინა სტატიაშიბავშვის სავარაუდო გატაცება ბათუმში
შემდეგი სტატიაილია მეორემ არ გაიზირა მეუფე პეტრეს თხოვნა ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მისი განწესების შესახებ